პროექტის აღწერა
·
პროექტის სახელწოდება: ,, აბრეშუმი საქართველოში"
·
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: მეაბრეშუმეობის ისტორიის შესწავლა და აბრეშუმის დიდი სავაჭრო გზის წარსული და აწმყო.
·
პროექტის აქტუალობა: რადგანაც აბრეშუმის პროდუქცია ძვირადღირებული და უმთავრესად ელიტური დანიშნულებისაა და დღეს მას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა აწარმოებს, კარგი იქნება თუ მომავალში საქართველოში აღდგება ეს მივიწყაბული დარგი, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასა და გადაარჩენს თუთის ხის იმ უნიკალურ ჯიშებს, რომელიც გაჩეხვა-განადგურების ზღვარზეა.
·
პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან: 1. აბრეშუმის ისტორიასა და მის პროდუქტებს; 2. აბრეშუმის მწარმოებელი ქვეყნებს; 3. თუთის ქართულ ჯიშებს; 4. აბრეშუმის დიდ სავაჭრო გზას; 5. მოაწყობენ ექსკურსიას საქართველოს აბრეშუმის მუზეუმში; დაამზადებენ კედლის გაზეთს
შეძლებენ სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებასა და გაგება-გააზრებას. ამოკრეფენ კონკრეტულ ინფორმაციას, დააკავშირებენ ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოიტანენ სათანადო დასკვნებს. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ სასარგებლო ქმედებები. (ტყის მოვლა, ხეების დარგვა...)
·
მოსწავლეთა ასაკი: 8-10
·
ვადები/ხანგრძლივობა: 1/2 თვე
·
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტო და ვიდეო მასალები, აბრეშუმის დამზადების სლაიდ შოუს მოწყობა, შექმნიან საინფორმაციო ტექსტებს აბრეშუმის ისტორიისა და აბრეშუმის დიდი სავაჭრო გზის შესახებ , დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს, დარგავენ და გაუფრთხილდებიან თუთის ხეებს, შექმნიან ვებ-საიტსა და ბლოგს.
·
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, ფორმატი, ფერადი ფანქრები,სახაზავი, საშლელი, თაბახის ფურცლები, სკოლის ბიბლიოთეკა, ინტერნეტში მოძიებული მასალები, თუთის ნერგები.
·
პროექტის მსვლელობა:
Комментариев нет:
Отправить комментарий