გაკვეთილის გეგმა
საგანი ბიოლოგია
მასწავლებელი ნინო სუქნიძე
გამრავლება, მეიოზი, მეიოზის ბიოლოგიური როლი
|
გაკვეთილის მთავარი თემა
|
მე-11 კლ. საშუალო საფეხური
|
სწავლების საფეხური
|
21
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
მოსწავლე შეძლებს დაახასიათოს ორგ. გამრავლების და ინდ. განვითარების ფორმები
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
შესაბამისობა ესგ სტანდარტთან ბიოლ.XI.5 მოსწ. შეუძლია დაახასიათოს ორგ. გამრავლების და ინდ. განვითარების ფორმები. იყენებს / ადგენს მეიოზის სქემატურ მოდელს და აკავშირებს ქრომოსომებისა და მათი უბნების განაწილებას გენეტიკურ ცვალებადობასთან .
ბიოლ.XI 2.
მოსწ.შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება, მონაცემთა აღრიცხვა. აწარმოებს დაკვირვებას და
გაზომვებს, იღებს სარწმუნო ცნობებს.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლემ უნდა იცოდეს უჯრედის გამრავლების და გენეტიკის აგებულება, ქრომოსომების სტრუქტურა, სქესობრივი და უსქესო კანონზომიერებები.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეები შეფასდებიან ინდივიდუალურად , ჩართულობის, ახალი და ძველი მასალის გააზრების უნარის მიხედვით. მოცემულია შეფასების რუბრიკები.
მოსწავლეები შეფასდებიან ,როგორც განმავითარებელი, ისე
განმსაზღვრელი რუბრიკის მიხედვით.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
სახელმძღვანელოს ტექსტი, სურათები, სქემები,.თაბახის ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
A ფაზა- გამოწვევა
აქტივობა 1.(5წთ)
მოსწავლეთა გააქტიურების მიზნით, მათ ვთხოვ, წაიკითხონ რუბრიკა ,,გაიხსენე“ და გასცენ შემდეგ კითხვებს პასუხი:1) რა არის დამახასიათებელი სქესობრივი გამრავლებისთვის უსქესოსთან შედარებით?
2)როგორ ფიქრობთ , სქესობრივი გამრავლების დროს როგორ ინარჩუნებს ორგანიზმი მისთვის დამახასიათებელ კარიოტიპს?
3) სად წარმოიქმნება გამეტები ცხოველებში? მცენარეებში?
B ფაზა- ცოდნის კონსტრუირება.
აქტივობა 2) ჯგუფური მუშაობა(15 წთ)
გადათვლის პრინციპით ვყოფ მოსწავლეებს ჯგუფებად და
ვაჩვენებ ვიდეო მასალას მეიოზის შესახებ, თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას:
I-აღწერენ I მეიოზურ გაყოფას.
II-აღწერენ II მეიოზურ გაყოფას
III-ადარებენ ერთმანეთს I და II მეიოზურ გაყოფებს.
IV-მოამზადებენ სლაიდ-შოუს მეიოზის ფაზებზე.
აქტივობა 3) -ჯგუფის მიერ მომზადებული პრეზენტაცია(15წთ).
მოსწავლეები აკეთებენ ზეპირ პრეზენტაციას, ხოლო IV ჯგუფი აჩვენებს მომზადებულ სლაი-შოუს, პროგრამა Power Point-ში მეიოზის ფაზების შესახებ.
C-ფაზა --შეჯამება(10წთ)
ვაძლევ საშინაო დავალებას , რომელიც მოცემულია მათი გაკვეთილის ბოლოს და ვთხოვ ფერადი ქაღალდებით, ან ლენტებით შექმნან მეიოზისა და მიტოზის მოდელები.
-
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
Комментариев нет:
Отправить комментарий